ტრენინგის რეფლექსია



                              რვა დღიანი  ტრენინგი სათაურით ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.კომპეტენციები რომლებიც შევიძინე: 
ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა .წერილის გაგზავნა. დრაივში  საქაღალდის ატვირთვა , დრაივში გახსნილი ფაილის რედაქტირება. დრაივში შენახული ფაილის ან საქაღალდის გაზიარება. მიმოვიხილეთ დრაივის სერვისი რომელსაც ქვია თარჯიმანი. დრაივში ბლოგის შექმნა.

ბლოგის შექმნა- რედაქტირება, ბლოგზე ჩანართების შექმნა , სხვისი ბლოგის დამატება. ელექრონული სახელმძღვანელოს ისტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში გაცნობა.
გავეცანით თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. ვისწავლეთ პროექტის და გაკვეთილის შაბლონის შექმნა. საგაკვეთილო ელექტრონული რესურსების შექმნა. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება  გაკვეთილისთვის და  საავტორო უფლებები დაცვა. შევქმენი შეფასების რუბრიკა. შეფასების რუბრიკის გამოყენებით კოლეგას შეუფასე რუბრიკა.

 შეძენილ კომპეტენციებს გამოვიყენებ ჩემი გაკვეთილის დასაგეგმად რათა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადო გაკვეთილი. ინერნეტ რესურსების გამოყენებით შექმნილი გაკვეთილი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება ჩემი მოსწავლეებისთვის. გარდა ამისა შეძენილ ცოდნას და უამრავ საინტერესო კომპეტენციას რომელის ამ ტრენინგისგან მივიღე აუცილებლად გაუზიარებ ჩემს კოლეგებს და განვიხილავ ჩემს კათედრაზე. ყველა ეს კომპეტენცია ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და უაღრესად საჭიროა.

1 comment:

  1. მადლობა, ელენე. საინტერესო იყო თქვენტან თანამშრომლობა! წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში!

    ReplyDelete